суббота, 5 марта 2016 г.

საინტერესო იყო ტრენინგის თითეული დღე და განსაკუთრებით დღევანდელი,სადაც თითეულმა მსმენელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პორტფოლიოში არსებული  ნაშრომები და მივეცით ერთმანეთს მეგობრული რჩევები.

ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა ,ნამდვილად სიახლეებით  სავსე იყო ეს ტრენინგი.საბაზისო უნარ-ჩვევები მქონდა მაგრამ ამ ტრენინგმა უფრო მეტი კომპეტენცია  შემძინა,მაჩვენა რომ უნდა ვიზრუნო სუსტი უნარების განვითარებისთვის.ძალიან ნაყოფიერი იყო ტრენინგი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკვშირებით.უღრმესი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.მადლობა ყველა .მონაწილეს

пятница, 4 марта 2016 г.

დღევანდელი დღის საინტერესო  საკითხი იყო საგანმანათლებლო ტექნოლოგიები.საინტერესო იყო გამეგო როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასებისისა და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

დღევანდელი სესიის დასაწყისში თითეულმა მონაწილემ შევიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები რისთვისაც მე კიდევ ერთხელ მომიწია გადამეხედა და გამეაზრებინა ჩემი პროექტი.ჩემთვის საინტერესო იყო  როგო გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლის განსხვავებული საჭიროებები .

суббота, 27 февраля 2016 г.

დღევანდელი  სესის  დიდი ნაწილი დავუთმეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების განხილვას ინდივიდუალურად.სხვათა ნამუშევრებმა  დამანახა და მომცა საშუალება უფრო დამეხვეწა და გამეთვალისწინებინა რჩევები საკუთარი ნამუშევრის გასაუმჯობესებლად.ასევე საინტერესო იყო მოსწავლეთა დავალების რუბრიკების ქულების მინიჭების სქემების და ჩეკლისტების გამოყენება.მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარებისა და პროექტზე მუშაობის გასაუმჯობესებლად ვთვლი რო სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკები და ჩეკლისტები გამომადგება უკუკავშირისთვის მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად

воскресенье, 21 февраля 2016 г.

ჩემთვის სიახლის მომცემი იყო დღევანდელი დღე, რომელიც სასწავლო ნაშრომის შექმნას ეხებოდა.ჩემთვის საინტერესო იყო ამ მოდულზე სამუშაოდ მოსწავლის როლის მორგება,რომელიც საშუალებას მომცემს დამანახოს ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტი რამდენად რეალურია,რამდენად დაძლევადია,რა მიმართულებით იმუშავებს და რა დასკვნამდე მივა მოსწავლე.მე ვფიქრობ ჩემი ხედვა ამ კონკრეტული საკითხისადმი შეიცვალა და ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

пятница, 19 февраля 2016 г.

ტრენინგის მეოთხე დღე


კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე ტრენინგისა.განვიხილეთ მოდული3.კავშირები


ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაო რაც შევასრულეთ      ეს  იყო  დროში

გაწერილი შეფასების გეგმის გაცნობა-განხილვა .შეფასების 5 მიზნის განხილვა
 სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

დღე მესამე.დღითი დღე საინტერესო ხდება ტრენინგი.

დეტალურად  მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სამივე ტიპის 

პრეზენტაცია.სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევუსაბამე ეროვნული სასწავლო 

გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორები.